ომბუდსმენი - ბურქის და ნიქაბის ტარება შესაძლოა, იყოს დისკრიმინაციული, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ქალებისთვის ამ ტანისამოსის ტარების აკრძალვა იქნება მათი უფლებების დაცვა

მთელ რიგ შემთხვევაში მე პირადად მიმაჩნია, რომ ბურქის და ნიქაბის ტარება შესაძლოა, იყოს დისკრიმინაციული, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ქალებისთვის ამ ტანისამოსის ტარების აკრძალვა იქნება მათი უფლებების დაცვა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დეპუტატი ემზარ კვიციანი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს სახალხო დამცველი მის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მუსლიმი ქალებისთვის აქსესუარების, ბურქის და ნიქაბის აკრძალვას ითვალისწინებს.

„რელიგიური მოტივებით ბურქისა და ნიქაბის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინიციატივას რაც შეეხება, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სამუშაო ჯგუფში ამ საკითხზე დააფიქსირა ნეგატიური პოზიცია. მინდა ეს პოზიცია განვმარტო. მთელ რიგ შემთხვევაში მე პირადად მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქსესუარების ტარება შესაძლოა, იყოს დისკრიმინაციული, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ქალებისთვის ამ ტანისამოსის ტარების აკრძალვა იქნება მათი უფლებების დაცვა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, საფრანგეთში აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამ აქსესუარების ტარება, თუმცა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აღნიშნული საკითხი განიხილა და დაადგინა, რომ გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია, ვინაიდან ეს აკრძალვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ ქალებს, რადგან მათ შესაძლოა აქსესუარების ტარების გარეშე საჯაროდ სიარული აეკრძალოთ. შეიძლება იყოს გარკვეული შემთხვევები, მაგალითად როცა სახელმწიფო მომსახურეობის მიღებაა შესაძლებელი, ან ფოტოს გადაღება, საზღვრის კონტროლის გავლა, შესაძლოა, შეიზღუდოს ეს ყველაფერი, თუმცა საჯარო ადგილებში აკრძალვა, რომ ატარონ ეს ტანისამოსი, ამ ქალების უფლებების დარღვევაა. მიგვაჩნია, რომ ეს მიდგომა არის დისკრიმინაციული“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა