მიხეილ ბატიაშვილი - განათლების რეფორმა აქტიურ ფაზაში შედის

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო საზოგადოებისთვის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას იწყებს. პრეზენტაციები რეფორმის ყველა ეტაპსა და მიმართულებას შეეხება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, მისი მთავარი მიზანია, საზოგადოებას დეტალურად მიეწოდოს ინფორმაცია რა გაკეთდა რამდენიმე თვის განმავლობაში და სამომავლო გეგმები, რაც რეფორმის ფარგლებში განვითარების ახალი მოდელების ამუშავებას გულისხმობს.

რეფორმათა პაკეტი განახლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს და კონკრეტულ შედეგებზე, ფუნდამენტურ ცვლილებებზეა ორიენტირებული.

აღნიშნული მოდელები შეეხება სკოლამდელ და ზოგად განათლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციასა და ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებას, ეროვნულ გამოცდებს, ხარისხის უზრუნველყოფას უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, პროფესიულ განათლებას, მეცნიერებას, განათლების კლასტერებს და ა.შ.

„ყველა ამ მიმართულებით სამი თვის განმავლობაში შემუშავდა რეფორმების პაკეტი, რომელიც შეეხება ყველა მიმართულებას. ამ სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი ექსპერტები. ასევე, მნიშვნელოვანი იყო იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რომლებსაც ასევე მინდა მადლობა გადავუხადო“,- აღნიშნა მინისტრმა.

„მასწავლებელი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი განათლების სისტემაში, ამიტომ, პირველი ცვლილების დაანონსებაც დაიწყება ჩვენი ცენტრით. პარასკევს გვაქვს პრეზენტაცია. იცვლება მასწავლებლის განვითარების სქემა, ტრენინგების პროცესი. იცვლება მიდგომები სახელმწიფო ენის სწავლებასთან დაკავშირებით, ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებითაც“,- აღნიშნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო