ემზარ კვიციანი ნინო ლომჯარიას - გაერო კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს

გაერო კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს, - ასე უპასუხა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ემზარ კვიციანის ინიციატივა, მუსლიმი ქალებისთვის ბურქის და ნიქაბის ტარებასთან დაკავშირებით დისკრიმინაციულია.

„გაერო კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს, სადაც უსაფრთხოება უნდა დავიცვათ. დანარჩენს რაც შეეხება, ამ საკითხის განხილვისას მუსლიმები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებმაც თქვეს, რომ მათი კანონი არ არის, ქალებს დაფარული ჰქონდეთ სახე, მათ უნდა უჩანდეთ ხელის მტევნები და სახე“, - მიმართა ემზარ კვიციანმა ნინო ლომჯარიას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში აღნიშნული აქსესუარების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დისკრიმინაციულად მიიჩნია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა