სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორს 8 შეკითხვით მიმართავს

სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორს 8 შეკითხვით მიმართავს. ვატო სურგულაძე დღეს სააგენტოში კონკრეტული კითხვების წარსადგენად იმყოფებოდა, რა დროსაც საპენსიო სააგენტოს დირექტორსაც შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურგულაძემ განუცხადა, საპენსიო სააგენტოს დირექტორისგან მიიღო პირობა, რომ მის შეკითხვებს წერილობით, ვრცლად უპასუხებდა.

ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ მის მიერ დასმული კითხვები იძლევა საფუძველს, რომ საპენსიო რეფორმის აღნიშნული პლატფორმა იქნება არაეფექტური, ხოლო დაგროვილი პენსიები 20-25 წლის შემდეგ გაიზიარებს ანაბრების ბედს. უფრო კონკრეტულად, მისი კითხვები შემდეგში მდგომარეობს:

1. წინასწარი გათვლებით რამდენი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას დაგროვებითი პენსიის პროგრამაში, აქედან თვითდასაქმებული რამდენი იქნება?

2. წინასწარი გათვლებით, რამდენი 40 წელს გადაცილებული მოქალაქე მიიღებს მონაწილოებას დაგროვებითი პენსიის პროგრამაში?

3. რა კვლევებს და გათვლებს ეყრდნობა მოსაზრება, რომ შემოსავლის საშუალო წლიური ზრდა ყველა მოქალაქისთვის იქნება 4% (შესაბამისად თუ არის კვლევები თვითდასაქმებულებზე)?

4. რა კვლევებს და გათვლებს ეყრდნობა მოსაზრება, რომ ყველა მოქალაქის წლიური ამონაგები იქნება 7% უკლებლივ?

5. თუ არ გამართლდება ვარაუდი, რომ შემოსავლის საშუალო წლიური ზრდა იქნება 4%, ხოლო წლიური ამონაგები 7%, რა მექანიზმის ამუშავება არის დაგეგმილი, რომ არ მოხდეს რეფორმის ჩავარდნა?

6. როდის შეიქმნება საინვესტიციო საბჭო და რისკის კომიტეტი?

7. როდის მომზადდება საინვესტიციო გეგმა?

8. როგორი პრინციპით იგეგმება ამჟამად არსებული სოციალური (განაწილებით) პენსიების ყოველწლიური ზრდა?

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს