თამარ ჯაყელი - განათლების რეფორმის მიმართულებით მიმდინარე პროცესები სისტემის სრულ გაჯანსაღებას უზრუნველყოფს

განათლების ექსპერტი თამარ ჯაყელი განათლების რეფორმის მიმართულებით მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ ყველა ნაბიჯი სისტემის გაჯანსაღებისა და ფუნდამენტური ცვლილებებისთვის არის მიმართული. მისი თქმით, საპილოტე სკოლაში ინერგება ახალი სკოლის მოდელი და ახალი საგაკვეთილო პროცესი.

„ნათლად ჩანს ბავშვების, პედაგოგების ენთუზიაზმი და რაც მთავარია ის შედეგები, რომელიც ასეთი ტიპის საგაკვეთილო პროცესებს მოაქვს. მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების უნარები, ეს არის სწორედ აზროვნებაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესები“, - განაცხადა თამარ ჯაყელმა.

განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლის ასეთი მოდელის დანერგვა საქართველოს ათეულობით სკოლაში გაზაფხულიდან დაიწყება და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ყველა სკოლას მოიცავს.

ჯაყელის კომენტარს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა