ანგელა მერკელი - მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლის გეგმას, ტერეზა მეისგან ახალ შეთავაზებებს ველით

ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის პრემიერისგან ახალ შეთავაზებებს ელის მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლის გეგმას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

„მივიჩნევთ, რომ ახლა ბრიტანულმა მხარემ უნდა გვითხრას თუ რა მოხდება შემდგომში. ბრიტანეთის პრემიერმა უკვე დააანონსა ეს. გვსურს „ბრექსიტისგან“ ზიანის მინიმიზირება. ამიტომაც შევეცდებით ვიმუშავოთ იმაზე, რომ ეს პროცესი მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა