ზაქარია ქუცნაშვილი - თუკი სერგო მეთოფიშვილს სურს თავი გამოიჩინოს ფრთიანი გამონათქვამებით, შეუძლია 2020 წლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და პარლამენტში მოვიდეს

თუკი სერგო მეთოფიშვილს სურს თავი ფრთიანი გამონათქვამებით გამოიჩინოს, შეუძლია 2020 წლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და წარმომადგენლობით ორგანოში მოვიდეს, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის სერგო მეთოფიშვილის "ფეისბუქის" პოსტს, სადაც წერს, რომ ბესელიასნაირი პოლიტიკოსები სასამართლო სისტემას დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან.

„სჯობს, დიქტატურასა და ავტორიტარიზმზე ფრთიანი გამონათქვამებით იმ პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ, ვინც ასეთ საუბარში შემჩნეულია. მოსამართლეს აკადემიური რიტორიკისკენ მოვუწოდებ. სასამართლო ხელისუფლება წარმომადგენლობითი დემოკრატიისგან და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არის მსაჯული და არა მხარე. მე ამას ვისურვებდი, თორემ გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და შეუძლია უფრო ფრთიანი გამონათქვამებიც გამოიყენოს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

„უბრალოდ წარმოიდგინეთ, ბესელიამ და მისნაირმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეებში მიზანმიმართულად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით როგორი უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების, ანუ საკუთარი ქვეყნის მესამე ხელისუფლების რეპუტაციას, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი იმ განცხადებებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრების მხრიდან გაკეთდა უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, ეკა ბესელია და სხვა პოლიტიკოსები დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან სასამართლო სისტემას, რაც სამარცხვინო ფაქტია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო