EMC - სახალხო დამცველმა მწვანე კონცხის განაშენიანების შესახებ დადგენილება უკანონოდ მიიჩნია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველმა გაიზიარა EMC-ის კრიტიკა ბათუმის საკრებულოს იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომლითაც მწვანე კონცხის მნიშვნელოვნად გამწვანებულ სივრცეში 28-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ნებადართული ხდება.

EMC აღნიშნულ საკითხზე საზოგადოება ბათუმის სახელით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში აწარმოებს საქმეს და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ ქალაქგანვითარების პრინციპებისა და საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მიიღო.

„საქართველოს სახალხო დამცველი მწვანე კონცხის განაშენიანების საკითხზე ქ. ბათუმის საკრებულოსა და მერიის მიმართ გაცემული რეკომენდაციით იზიარებს EMC-ს პოზიციას და უკანონოდ მიიჩნევს აღნიშნულ დადგენილებას. კერძოდ, რეკომენდაციის თანახმად, ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ მითითებული გადაწყვეტილება მიღებული იყო საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოქმედ რეგულაციებს, რის გამოც არსებობს აღნიშნული გადაწვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შესაბამის უწყებებს. კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რათა ბათილად იქნას ცნობილი მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რეკომენდაციაში ასახული და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.

ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთის თაობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იხელმძღვანელოს სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნების კანონისმიერი საჯარო ინტერესებისა და რეკომენდაციაში ასახული და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიისთვის გაცემული რეკომენდაციის თანახმად, ორჰუსის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად , მომავალში უზრუნველყოფილ იქნას სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე დაინტერესებული საზოგადოების სათანადო და გასაგები ფორმით ინფორმირება და გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე მათი ჩართულობა.

EMC იმედს გამოთქვამს, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია გაიაზრებენ მწვანე კონცხის რეკრეაციული რესურსის მაქსიმალური შენარჩუნების მიმართ არსებული საჯარო ინტერესის მნიშვნელობას, დროულად გაიზიარებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციას და როგორც მწვანე კონცხის, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიის განაშენიანების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება მომავალში დაეფუძნება საჯარო დემოკრატიულ დისკუსიებს, ექსპერტულ დასკვნებსა და მდგრადი განვითარების პრინციპებს“, - ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა