მიხეილ ბატიაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი, რომ სწორად და ინტენსიურად მიაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია განათლების რეფორმის შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადებისათვის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას იწყებს. პრეზენტაციები რეფორმის ყველა ეტაპსა და მიმართულებას მოიცავს და მის მიზანს საზოგადოების დეტალური ინფორმირება წარმოადგენს, თუ რა გაკეთდა რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც რეფორმის ფარგლებში განვითარების ახალი მოდელების ამუშავებას გულისხმობს.

რეფორმათა პაკეტი განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს და კონკრეტულ შედეგებზე და ფუნდამენტურ ცვლილებებზე იქნება ორიენტირებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი, მედიის როლი, რომ სწორად და ინტენსიურად მიაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია განათლების რეფორმის შესახებ. განათლება უმნიშვნელოვანესია ყველასთვის - ჩვენი შვილებისთვის, მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის. წინასწარ გიხდით მადლობას ამ თანადგომისთვის“, - განაცხადა ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი რეფორმის ახალ მოდელზე, მის თითოეულ კომპონენტზე საზოგადოებას ყოველკვირეულად, მუდმივ რეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას. რეფორმის ახალი მოდელი მოიცავს როგორც სკოლამდელ და ზოგად განათლებას, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციასა და ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებას, ეროვნულ გამოცდებს, ხარისხის უზრუნველყოფას უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, პროფესიულ განათლებას, მეცნიერებას, განათლების კლასტერებს და ა.შ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა