ოთარ კახიძე  - „ევროპული საქართველო“ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეობის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს

„ევროპული საქართველო“ საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეობის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროკურორო საბჭოს წევრმა, დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საპროკურორო საბჭო არაფრისმომცემი იქნება, რომლის ერთადერთი მიზანია წარმოადგინოს, რომ ვითომ პროკურატურა არის დამოუკიდებელი, „თუმცა რეალურად ის ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაშია“.

ოთარ კახიძის განცხადებითვე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ იქნება საბჭოს თავმჯდომარე.

„პროკურატურის რეფორმა, ისევე როგორც მართლმსაჯულების რეფორმა, ხელისუფლებამ ჩააგდო. საპროკურორო საბჭო კვლავ რჩება ფორმალურ ინსტიტუციად, რომელსაც არავითარი დატვირთვა არ აქვს. შესაბამისად „ევროპული საქართველო” არ მიიჩნევს აქტუალურად, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე. ეს არის პრაქტიკულად არაფრის მომცემი უწყება, რომელიც ახდენს იმის იმიტაციას, რომ თითქოს გვყავს დამოუკიდებელი პროკურატურა. არავის არ დავუჭერთ მხარს”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით და სხდომაზე დამსწრეების ხმათა უმრავლესობით, საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარეს 2 წლის ვადით აირჩევენ.

მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შედეგად საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა, საქართველოს იუსიტიციის მინისტრს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია ახალი თავმჯდომარის არჩევამდე შეუნარჩუნდა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, იგი კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეირჩეს. იუსტიციის მინისტრი კი საბჭოს წევრი აღარ იქნება.

ამავე კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს თავჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევა. საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია კენჭისყრაზე წარადგინოს როგორც საკუთარი, ასევე საბჭოს სხვა წევრის კანდიდატურა. ამასთან, რამდენიმე წევრს აქვს უფლება, თავმჯდომარის პოზიციაზე დაასახელოს საბჭოს რომელიმე წევრი.

15 წევრიანი საპროკურორო საბჭოს უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები შეადგენენ. საბჭოს წევრები არიან ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს