საერთო კრება დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 39 სოფელში ტარდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარება გრძელდება.

მათივე ცნობით, დღეს დასაფინანსებელი პროექტების შესახებ სხვადასხვა რეგიონის 39 სოფელში მსჯელობენ, გუშინ კი კრება 21 სოფელში ჩატარდა.

„უკვე მიღებულია გადაწყვეტილება განსახორციელებელი პროექტების შესახებ, მათ შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა, წყაროს მოპირკეთება, საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება და ატრაქციონების დადგმა, ხიდის შეკეთება, გარე განათების მოწყობა, სასაფლაოს ჭიშკრის აღდგენა და ა. შ.

პროგრამა სულ 3700 სოფელს მოიცავს, საიდანაც კონკრეტული პროექტები მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება. შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა