ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ

გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები საკანონმდებლო აქტის დონეზე და ეს იქნება, სავარაუდოდ, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, რაც არის იერარქიაში უმაღლესი რანგის მქონე საკანონმდებლო აქტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ნებისმიერი ინიციატივის განხილვისთვის. რაც შეეხება პროცედურასა და კრიტერიუმებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს.

„ჩვენ ვართ მზად ნებისმიერი ინიციატივის განხილვისთვის. რაც შეეხება პროცედურას, კრიტერიუმს, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები საკანონმდებლო აქტის დონეზე და ეს იქნება, სავარაუდოდ, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, რაც არის იერარქიაში უმაღლესი რანგის მქონე საკანონმდებლო აქტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება იმისთვის, რომ სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ამ მიმართულებით ვართ მზად თანამშრომლობისთვის ყველასთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, კრიტერიუმებს შორის იყოს ის, რომ არის თუ არა გასაჩივრებული მოსამართლის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გასაჩივრება მოსამართლის დაბლოკვის საფუძველი ვერ გახდება.

„გასაჩივრება, თავისთავად, ბუნებრივია, ვერ გახდება მოსამართლის დაბლოკვის საფუძველი. თუ რაიმე გადაწყვეტილება აქვს მიღებული სტრასბურგის სასამართლოს, ბუნებრივია, კრიტერიუმებს შორის ესეც შეიძლება იყოს. ყველა საკითხისთვის ჩვენ მზად ვართ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო