ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი - აშშ-ში ირანული ტელეარხ PressTV-ს ჟურნალისტის დაკავება არაკანონიერია

აშშ-ში ირანული ტელეარხ PressTV-ს ჟურნალისტის მარზიე ხაშემის დაკავება არაკანონიერი და ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბაჰრამ ღასემიმ განაცხადა.

„ვგმობთ აშშ-ს ქმედებებს. მარზიე ხაშემი უკანონოდ დააკავეს. ამერიკული მხარის მასთან მიმართებაში ქმედებები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ორი დღის განმავლობაში მას შესაძლებლობა არ ჰქონდა ვინმესთან კავშირზე გასულიყო, ხოლო დაკავების შემდეგ ისე ეპყრობოდნენ, რომ მას, როგორც მუსლიმს, შეურაცხყოფას აყენებს“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ირანული ტელეარხის PressTV-ის ჟურნალისტი ვაშინგტონში დააკავეს. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ის ორი დღის განმავლობაში კავშირზე არ გამოდიოდა. არსებული ინფორმაციით, ხაშემი ამერიკაში თავისი ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა. ამ მომენტისთვის მისთვის ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ და უცნობია დაკავების მიზეზი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა