გურჯაანის სასამართლომ ველისციხის ინციდენტში მონაწილე ბესიკ გაზდელიანს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ველისციხის ინციდენტში მონაწილე ბესიკ გაზდელიანი დამნაშავედ სცნო.

მოსამართლე იოსებ აბრამიძემ ბრალდებულს შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გაზდელიანი დღეს სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, გაზდელიანი აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ პოლიციელებს არ დამორჩილებოდნენ. ბესიკ გაზდელიანის ადვოკატი ბრალდებებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური მოტივით დააკავეს.

ბესიკ გაზდელიანის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა