მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებისთვის რეფორმების გაცნობას იწყებს. ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის ათი პაკეტი ყველა მიმართულებას მოიცავს, რომლის მიზანს განათლების ხარისხის ამაღლება და სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება წარმოადგენს.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სამინისტროს მიზანს წარმოადგენს საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ბოლო თვეებში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ბიუჯეტის გაზრდის მნიშვნელობას.

„ჩვენ გავასამმაგეთ ბიუჯეტი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ კუთხით, ხელისუფლების სრული მხარდაჭერა გვაქვს, რადგან განათლება ქვეყნის პრიორიტეტია“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა