დიმიტრი ცქიტიშვილი - მოსამართლემ პოლიტიკური განცხადებები არ უნდა აკეთოს, ისევე როგორც სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკოსი

მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა პოლიტიკური განცხადებები არ უნდა აკეთოს, ისევე როგორც სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკოსი – ეს არის ზღვარი, რომელიც არ უნდა გადაილახოს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სერგო მეთოფიშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებას.

„მოსამართლის საქმე არ არის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პოზიციების დაფიქსირება. ვფიქრობ, ეს ადამიანი არღვევს პროფესიულ სტანდარტს და პროფესიულ ზღვარს. ის იმ ფარგლებში უნდა დარჩეს, რაც არის მოსამართლის ფუნქცია და არ ჩაერიოს პოლიტიკაში“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი ცქიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა დღეს დაწერა, რომ ეკა ბესელია და სხვა პოლიტიკოსები დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან სასამართლო სისტემას, რაც მისი შეფასებით, სამარცხვინო ფაქტია.

„უბრალოდ წარმოიდგინეთ, ბესელიამ და მისნაირმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეებში მიზანმიმართულად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით როგორი უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების, ანუ საკუთარი ქვეყნის მესამე ხელისუფლების რეპუტაციას“, - წერს მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა