სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 17 იანვარს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, გელოვანის გამზირის, სოფელი დიღმის "ჩალისპირების" დასახლების, პეტრე სარაჯიშვილის, ვასო გოძიაშვილის, იოსელიანის, გიორგი ბრწყინვალეს, ფეიქართა და იასამნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მერაბ ალექსიძის, ზაქარიაძის, დოლიძის და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის, კალისტრატე ქუთათელაძის, თამარაშვილის და იოველ ქუთათელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, გელოვანის გამზირის, სოფელი დიღმის "ნატბეურების" დასახლების, ბერაძის, ძმები კარბელაშვილების, მიქელაძის, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, ნოზაძის, ეგრისის, სარიშვილის, გოდერძი ჩოხელის, ყუშიტაშვილის, ნიჟარაძის, შალიკაშვილის და გვიმრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანიის ინფორმაციით, გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, მუხიანის I მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ელექტრომომარაგება შეიზღუდება ვაკის რაიონშიც. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ჯანაშიას ქუჩის მცხოვრებლებს.

გარდა ამისა, დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დიღმის მასივის I, III კვარტლების, ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ სოფელი წავკისის მცხოვრებლებს.

როგორც „თელასის“ განცხადებაშია აღნიშნული, შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. მათი განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს