საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა და მინისტრმა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.