„ტოჩინოშინს“ „საპარტნიორო ფონდმა“ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი გადასცა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე ლევან გორგაძეს („ტოჩინოშინი“) სპეციალური პრიზი გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება რადიო JAKO FM-ის 13 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

„საუკეთესო სპორტსმენებს რადიოს ერთ-ერთი დამაარსებლის, ქართველი მსახიობის, სახალხო არტისტისა და სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძის სიმბოლური პრიზები გადაეცათ. გამარჯვებულები JAKO FM-ის ერთერთმა დამაარსებელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერტიფიკატებით და საჩუქრებით დააჯილდოვა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ ტოჩინოშინის მნიშვნელოვან ტურნირზე ყოფნის გამო მისი კუთვნილი პრიზი ლევან გორგაძის დედას ნანა მარქარაშვილს გადასცა, ღონისძიებას მთავრობის, თბილისის მერიის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და დამსახურებელი სპორტსმენები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან გორგაძე პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელი გახდა და საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. „ტოჩინოშინი“ მე-3 ევროპელი და მე-11 უცხოელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. 30 წლის ლევან გორგაძეს იაპონურ სუმოში 12-წლიანი კარიერის თავზე - ოძეკის (ჩემპიონის) პრესტიჟული წოდება მიენიჭა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო