გიორგი ქობულია - საერთო ძალისხმევით ტურიზმის სექტორთან უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს ინიციატივით ჩატარდა.

გიორგი ქობულიამ შეხვედრაზე მოწვეულ კომპანიებთან პრეზენტაცია ჩაატარა და მათ დეტალურად გააცნო ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგია, რომელიც ტურიზმის სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის სამომავლოდ არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ითვალისწინებს.

„ეს არის ხალხი, ვინც რეალურად წარმოადგენს ტურიზმის სექტორს და იცის ტურიზმის პრობლემების შესახებ. მისასალმებელია, რომ მათ მოიწონეს ჩვენი ხედვა და გაგვიმტკიცეს განცდა, რომ ტურიზმის განვითარების ჩვენი სტრატეგია პრინციპულად სწორია, თუმცა, ჩვენ ასევე მოვისმინეთ მათი მოსაზრებები იმ სფეროებზე, რომელსაც მეტი გაუმჯობესება სჭირდება. მათ შორის, საუბარია ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, დიდი ტევადობის საკონფერენციო სივრცეების შექმნა თბილისსა და ბათუმში. რა თქმა უნდა, მზად ვართ გავითვალისწინოთ ტურიზმის საბჭოს ყველა კომენტარი და ვფიქრობ, ასეთი საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო მეტ შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელის, მარიამ მეღვინეთუხუცესის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბჭოსთან არსებულმა ტურიზმის სამუშაო ჯგუფმა მინისტრთან გაცვალა პირველადი იდეები, თუ როგორია იმ საკითხების ხედვა, რომლებიც გადასაწყვეტია სამომავლოდ ტურიზმის მზარდი სექტორის სწრაფი და მდგრადი განვითარებისთვის.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ტურიზმის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, კომპანია “სი ბი სი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ განაცხადა, მიმდინარე პროცესში ჩანს, რა ვექტორს იღებს მთავრობის ხედვა ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე, ჩემი აზრით, პრაქტიკულად ყველა პრობლემა იყო დეკლარირებული, მათ შორის ის, რომ უნდა გადავერთოთ მაღალხარჯვითუნარიან ბაზრებზე, რომ საჭიროა განვითარდეს ინფრასტრუქტურა და მოხდეს კადრების კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობა, რათა უფრო ხარისხიანი იყოს ტურიზმის მომსახურების სფეროში არსებული სერვისები. ასევე ვისაუბრეთ საშუალო და მოკლევადიან პერსპეტივაში გადასადგმელ ნაბიჯებზე“ - აღნიშნა საბა კიკნაძემ.

ინვესტორთა საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო