ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი გაიმართა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მორიგი პროცესი დასრულდა. პროცესზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი დავით გველესიანი დაიკითხა. გველესიანმა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დაწერილ დასკვნებზე პროკურორის და ადვოკატის კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, პირველ დასკვნაში საუბარი იყო, რომ მერაბ კვირიკაშვილის ქმედება არ შეესაბამებოდა მოძრაობის წესებს, რაც ექსპერტის თქმით, განპირობებული იყო თვითმხილველების ჩვენებებით, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მოძრაობის დროს თეთრი ფერის ავტომიბილი, რომელმაც არასწორი მანევრირება შეასრულა, არ დაუნახავთ.

მეორე დასკვნა დაიწერა მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილის ჩვენების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით. თვითმხილველი ადასტურებდა მერაბ კვირიკაშვილის ინფორმაციას, რაც გზაზე საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილის არასწორ მანევრირებას გულისხმობდა და რამაც ავტოსაგზაო შემთხვევის პროვოცირება გამოიწვია. "პირველი დასკვნა დაიწერა იმ თვითმხილველების გამოკითხვის საფუძველზე, რომლებიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ და რომლებიც რამდენიმე საათში დაიკითხნენ, თუმცა გამოძიების პროცესში დაიკითხა მოწმე, რომელიც აცხადებდა, რომ მოძრაობის დროს გზაზე ნამდვილად გადაადგილდებოდა ავტომობილი, რომლის მოძრაობამაც გამოიწვია კვირიკაშვილის მანევრირება. ამიტომ მეორე დასკვნა დაიწერა ამ ახალი გარემოებების საფუძველზე. დადგინდა მოძრაობის ტრაექტორია და მანძილი", - განაცხადა დავით გველესიანმა.

პროკურორის კითხვაზე, უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა მერაბ კვირიკაშვილს, უპასუხა: "საქმის მასალებიდან გამომდინარე მერაბ კვირიკაშვილის ქმედება გამოწვეული იყო აუცილებელი გარემოებებით". პროკურორ ვალერი კუჭუხიძის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნების გარშემო გარკვეული დაუზუსტებელი კითხვა რჩება.

მომდევნო სხდომაზეც ექსპერტები და გამომძიებელი დაიკითხებიან. პროცესი 4 თებერვალს დაინიშნა. საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მერაბ კვირიკაშვილს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო