ზვიად ძიძიგური - არსებობს მაღალი საშიშროება, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში გაბრაზებული რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას

„არსებობს მაღალი საშიშროება, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში, გაბრაზებული რუსეთი სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას აღიარებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრაგმატული ინტერესი წუთიერი ემოციების გამოხატვას არ უნდა შევწიროთ. ზვიად ძიძიგურს მიხეილ სააკაშვილის მაგალითი მოჰყავს, როდესაც იგი უკრაინაში პოლიტიკურ თანამდებობაზე დაინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ძიძიგურის თქმით, სააკაშვილი საქართველოს სასამართლოს ძებნილად ჰყავდა გამოცხადებული.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სასიხარულოა უკრაინის წარმატება ყველა მიმართულებით და ამას მივესალმებით, მაგრამ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ზურგს უკან არ უნდა დაგვრჩეს ჩვენი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. არსებობს დიდი ალბათობა და მაღალი საშიშროება, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში გაბრაზებული რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას, რაც ჩვენი სუვერენიტეტისთვის კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იქნება. მსოფლიოში ყველა ქვეყანა თავისი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მაგალითად, უკრაინამ, როდესაც ეს მის პრაგმატულ ინტერესში შედიოდა, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ ძებილად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ თანამდებობაზე მიიღო.

მე ვფიქრობ, ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას. მილოცვებს ვუერთდებით, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიები არის საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და პერსპექტივის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მატარებელია. ამიტომ ყველა ქართველმა პოლიტიკოსმა თავის განცხადებაში ამ საფრთხეს თვალი უნდა გაუსწოროს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება