ეკა ბესელია - არასდროს მდომებია მოსამართლეობა, ამიტომ შევეშვათ ასეთი არასერიოზული თემებით მანიპულირებას

არასდროს მდომებია მოსამართლეობა, ამიტომ შევეშვათ ასეთი არასერიოზული თემებით მანიპულირებას, არ მაინტერესებს ასეთი სისულელეები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

ეკა ბესელია მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მას თანაგუნდელებთან უთანხმოება იმ მიზეზით მოუვიდა, რომ უვადო მოსამართლედ გამწესება სურდა.

“სულ ვიყავი ადვოკატი, ძალიან მომწონდა ჩემი პროფესია და ახლაც ძალიან მიყვარს. ერთადერთი, ეს პროფესია დავთმე 2006 წელს, მაშინ, როდესაც პოლიტიკაში წავედი, რადგან ქვეყანაში არ იყო დამოუკიდებელი სასამართლო. იმ იმედით დავტოვე, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს მიღწევის შემთხვევაში ჩემს პროფესიას დავუბრუნდებოდი. არასდროს მდომებია მოსამართლეობა, ამიტომ შევეშვათ ასეთი არასერიოზული თემებით მანიპულირებას. არ მაინტერესებს ასეთი სისულელეები”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა