ნათია მეზვრიშვილი ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე ბრალდებულთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე ბრალდებულთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვის პასუხად მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რამდენად შეიძლება მომხდარში გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური ფიგურირებდეს.

“ამ ეტაპზე, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ასევე ერთი პირია დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. რაც შეეხება გიორგი ადუაშვილს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ ეტაპისათვის ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და მისგან ინფორმაცია დანაშაულის დეტალებთან დაკავშირებით არ გვაქვს. დაველოდოთ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. გამორიცხული არ არის ამ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. გამოძიება გრძელდება იმისთვის, რომ მოტივი და უფრო მეტი დეტალი გავარკვიოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა