ნინო ბურჯანაძე - ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ კლარნეტის ყიდვა ეხება

„პრეზიდენტმა გამოგვიცხადა, რომ თურმე ის არ არის პოლიტიკური პერსონა და მას არ ეხება არც მოსამართლეების დანიშვნა, არც ქართულ-რუსული ურთიერთობის მოგვარება, არც ხელისუფლებაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, თურმე არაფერი ეხება. მაშინ ვინ არის ის - მუსიკის მასწავლებელია თუ ცეკვის?“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარეობს ის, რომ ზურაბიშვილს მხოლოდ კლარნეტის ყიდვა ეხება.

,,პრეზიდენტმა გამოგვიცხადა, რომ თურმე ის არ არის პოლიტიკური პერსონა და მას არ ეხება არც მოსამართლეების დანიშვნა, არც ქართულ-რუსული ურთიერთობის მოგვარება, არც ხელისუფლებაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, თურმე არაფერი არ ეხება. მაშინ ვინ არის ის - მუსიკის მასწავლებელია თუ ცეკვის? ასეთ აბსურდშია ქვეყანა ჩავარდნილი. ბოლოსდაბოლოს ის არის ქვეყნის მთავარსარდალი და არ ეხება არაფერი? მაშინ რატომ მიდის ბრიუსელში თუ პოლიტიკური პერსონა არ არის. გამოდის, რომ სასეირნოდ მიდის. გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი რომელსაც მხოლოდ კლარნეტის ყიდვა ეხება". -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის გარშემო მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა. ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ ფასად შეეცდება აკონტროლოს სასამართლო სისტემა.

,,მოსამართლეთა სია, რომელსაც თავად მმართველ პარტიაში მოჰყვა განხეთქილება, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს მაქსიმალურად და სრულად ჩაიგდოს ხელში აბსოლუტურად ყველა შტო და ყველა მიმართულება, რაც კი ქვეყანაში არსებობს. რატომ უნდა იყოს გამონაკლისი სასამართლო სისტემა? ხელისუფლების თავხედობამ დიდი ხანია პიკს მიაღწია.

ივანიშვილი არანაირ ანგარიშს არ უწევს არც საზოგადოების აზრს, არც იუსტიციის საბჭოს გარკვეული ნაწილის აზრს, არც თავის უმრავლესობაში არსებულ განსხვავებულ აზრს. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა წარმოდგენილი მოსამართლეების სახელებს და გვარებს ქვეყანაში, მაგრამ არ აინტერესებს.

ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობა" ლევან მურუსიძეს აკრიტიკებს და ხელისუფლება ,,ნაციონალებისაგან" იცავს მას. ამაზე დიდი კურიოზი რა გინდათ?!", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, გამოსავალი საარჩევნო სისტემის შეცვლაა. ბურჯანაძის აზრით, მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, განსხვავებული კურსითა და ხედვებით.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს