ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

„საფრანგეთში გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდით ჩვენს ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე - ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე. ჩვენ ავუხსენით ფრანგ კოლეგებს, რომ ჩვენთვის ეს არის ცივილიზაციური, ღირებულებითი არჩევანი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთის რესპუბლიკაში გამართული ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო, ფრანგი კოლეგებისთვის გაეზიარებინათ საკუთარი დამოკიდებულება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, შეხვედრებზე ყურადღება საფრანგეთის მხრიდან თანადგომის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ფრანგი კოლეგებისთვის, მეგობრებისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი დამოკიდებულება, მიდგომა, ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდით ჩვენს ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მათ შორის, მთავარია, ევროკავშირში ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია. ჩვენ ავუხსენით ჩვენს ფრანგ კოლეგებს, რომ ჩვენთვის ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, ღირებულებითი არჩევანი და სწორედ ამიტომ არის ჩვენი პოლიტიკა ამ კუთხით თანმიმდევრული. ასევე, ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საფრანგეთის თანადგომა საქართველოს მიმართ ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ასევე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსაც“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს