ეკა ბესელია „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა საპროკურორო საბჭოდან გაიწვიოს

საპროკურორო საბჭოს წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა საპროკურორო საბჭოდან გაიწვიოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, მმართველი პარტია აღნიშნულ საკითხს უკვე განიხილავს. თავად ეკა ბესელია კი აღნიშნავს, რომ მსგავს საკითხს იუმორით უყურებს, ვინაიდან სხვა, უფრო დიდი მიზანი აქვს, რომელიც სამართლიანობის იდეას და დამოუკიდებელ სასამართლოს ისახავს მიზნად. მისი თქმით, თუ მმართველი პარტია მსგავს ნაბიჯს გადადგამს, იგი ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„ არც ეს არის პრობლემა, თუ საპროკურორო საბჭოდან გამიწვევენ. ყველა ასეთ საკითხს ვუყურებ მსუბუქად და იუმორით, რადგან ისეთი დიდი მიზანი მაქვს, მეც და იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ეს დიდი მიზანი არის სამართლიანობის იდეა და დამოუკიდებელი სასამართლო ყველა მოქალაქისთვის. ამ ყველა მიზანთან მიმართებაში, ისეთი პატარაა ეს თემები, რომ ამისთვის ადგილი არ მყოფნის, რომ ვიფიქრო და ვიდარდო“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისგან შედგება. უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები შეადგენენ. საბჭოს წევრები არიან ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საკანონმდებლო ორგანოს საბჭოში ორი წარმომადგენელი ჰყავს. საპარლამენტო უმრავლესობას დეპუტატი ეკა ბესელია, ხოლო უმცირესობას, დეპუტატი ოთო კახიძე წარმოადგენენ.

კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და მისი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო პროკურორის დანიშვნა; საგანგებო პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა და საქართველოს პარლამენტისთვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო