დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი. აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ სამი ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: ტრაგედია დიდ დიღომში: 3 დაღუპული და დაშავებული ბავშვები - გაზის გაჟონვამ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება გამოიწვია

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია