ივანე ჩხაიძე - იაშვილის კლინიკაში მოთავსებული 3-4 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

იაშვილის კლინიკაში მოთავსებული 3-4 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მას თავის ქალის დაზიანება აღენიშნება, თუმცა ნეიროქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული კიდევ ორ ბავშვს ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება. გარდა ამისა, როგორც ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში ელოდებიან მეოთხე ბავშვსაც, რომელიც მართვით სუნთქვაზეა.

„ამ დროისთვის შემოყვანილია სამი პაციენტი. ერთი 3-4 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას აღენიშნება თავის ქალის დაზიანება, თუმცა კომპიუტერული გამოკვლევის შემდეგ გამოირკვა, რომ დაზიანება მძიმე არ არის. ნეიროქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის. ახლა მიმდინარეობს ჭრილობის დამუშავება და რევიზია.

ორი ბავშვი, და-ძმა „ემერჯენსშია“. მათ ზედაპირული ჭრილობები აქვთ და მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. კიდევ ერთი ბავშვის შემოყვანას ველოდებით, რომლის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა. ერთადერთი, რაც მის შესახებ ვიცით, აპარატით სუნთქვაზეა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა