დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს

დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით დაეხმარება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა.

როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, აფეთქების შედეგად მთლიანი კორპუსია დაზიანებული, თუმცა, არ დაუკონკრეტებია რამდენი ოჯახის ევაკუაცია შეიძლება განხორციელდეს.

„მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახს. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ 3 ადამიანია გარდაცვლილი და რამდენიმე ადამიანია დაშავებული. ამაზე შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ კომენტარს. გამომწვევ მიზეზებზე იცით, რომ ახლა ამ წუთისთვის შიგნით სამაშველო სამსახური და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, უნდა დაველოდოთ მათ მონაცემებს, რას იტყვიან. ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. როგორც იცით, ახლაც, ამ წუთებშიც ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები, არის დიდი მოცულობის ნანგრევები, ფართების გამოთავისუფლებას დრო სჭირდება. ყველა დაზარალებულ ოჯახს, ვინც ამ ფაქტით ზიანი მიიღო, მაქსიმალურ ყურადღებას, მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს დედაქალაქის მერია. არც ერთი ადამიანი თავშესაფრის გარეშე არ დარჩება. საცხოვრისებით და სასტუმროებით ყველა უზრუნველყოფილი იქნება. მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება მაქსიმალური“, - განაცხადა ბენდელიანმა და დასძინა, რომ თითქმის მთელი კორპუსი დაზიანებულია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა