„ყაზტრანსგაზ თბილისი“ არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას, რომ დღის განმავლობაში მათმა თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი შეამოწმეს და დაზიანება ვერ აღმოაჩინეს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღის განმავლობაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებმა ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი შეამოწმეს და დაზიანება ვერ აღმოაჩინეს, „ყაზტრანსგაზ თბილისი“ არც ადასტურებს და არც უარყოფს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურმა განუცხადა, ყველა კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ -თბილისი“ ცოტა ხანში გაავრცელებს. „მოგვიანებით იქნება ჩვენი კომენტარიც და პოზიციაც. ჯერჯერობით ვერაფერს ვერც ვადასტურებთ და ვერც უარვყოფთ. ამ ეტაპზე ჩვენი სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს მოკვლევა. ცოტა ხანში ყველა კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას გავავრცელებთ“, - აცხადებენ კომპანიაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს