"იმედის კლინიკაში" მოთავსებული 4 წლის პაციენტს სიცოცხლის შემანარჩუნებელი ინტენსიური მკურნალობა უტარდება

„იმედის კლინიკაში" მოთავსებული 4 წლის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და სიცოცხლის შემანარჩუნებელი ინტენსიური მკურნალობა უტარდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

"4 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მისი ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულია და მე არ მაქვს უფლება მეტი დეტალი მოგახსენოთ. მოცემულ მდგომარეობაში მისი სხვა კლინიკაში ტრანსპორტირების შესახებ საუბარი არ არის. ის სიცოცხლის შემანარჩუნებელი ინტენსიური მკურნალობის ჩატარებას საჭიროებს. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, იაშვილის კლინიკაში 6 ბავშვია. ხუთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ მსუბუქია. ერთი არის საყურადღებო პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდა კვლევები და მძიმე დაზიანებები არ აღმოაჩნდა. თუმცა, ასეთი დაზიანებების პროტოკოლი მოითხოვს, რომ ისინი დარჩნენ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. კიდევ ერთი მოზრდილი პაციენტი არის ღუდუშაურის კლინიკაში, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. მას ჩაუტარდა პირველადი დახმარება", - განაცხადა სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა