საბურთალოს გამგებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრებლებს საკუთარი ნივთების ასაღებად ცოტა ხნით შეუშვებენ

საბურთალოს რაიონის გამგებლის, გაიოზ ვასაძის ინფორმაციით, დაახლოებით ნახევარ საათში, დიდ დიღომში, ჩამონგრეული კორპუსის მოსახლეობა კორპუსში საკუთარი ნივთების ასაღებად შევა. როგორც ვასაძემ ადგილზე განაცხადა, ისინი კორპუსში პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შევლენ. გარდა ამისა, ვასაძის განცხადებით, იმ ოჯახების ღამის გასათევად, ვისაც დასარჩენი არ აქვს, გამგეობა იზრუნებს. „პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ კორპუსის მცხოვრებლებმა შეძლონ კორპუსში შესვლა და საკუთარი ნივთების აღება. მათ ცოტა ხანში შევიყვანთ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ვისაც არ აქვს დასარჩენი, ამის უზრუნველყოფას ჩვენ გავაკეთებთ. ყველანაირ დახმარებას გავუწევთ მოსახლეობას“, - განაცხადა ვასაძემ. ნივთების აღების შემდეგ კი მოსახლეობას კორპუსს მალევე დაატოვებინებენ. დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. არიან დაშავებულები, აქედან 7 არასრულწლოვანია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა