დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

„იმედის“ კლინიკაში მოთავსებული 4 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც „იმედის“ კლინიკის წარმომადგენელმა განაცხადა, კლინიკაში მიყვანის დროს ის კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო ანუ გული ჰქონდა გაჩერებული. მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში 20:30 საათზე მიიყვანეს.

"პაციენტს აღენიშნებოდა ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ლიქორეა ყურიდან. თავის ტვინის მაგარი გარსი იყო დაზიანებული. გულის რიტმის აღდგენა მოყვანის შემდეგ მოხერხდა, თუმცა, დაახლოებით ნახევაარ საათში პროფილური სისხლდენის შემდეგ კვლავ განვითარდა გულის გაჩერება, რის შემდეგაც გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა",- განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა.

ამ დროის მონაცემებით, დიდ დიღომში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4 ადამიანს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო: აფეთქებისას დაშავებული 4 წლის ბიჭი გარდაიცვალა - ექიმის კომენტარი მომხდარის შესახებ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა