პრემიერი, დედაქალაქის მერი და ჯანდაცვის მინისტრი იაშვილის კლინიკაში მივიდნენ

იაშვილის კლინიკაში, სადაც ექვსი დაშავებული მოზარდია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი და ჯანდაცვის მინისტრი მივიდნენ. მთავრობის წარმომადგენლები კლინიკაში, დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან. კლინიკაში ასევე იმყოფება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

იაშვილის კლინიკაში მისვლამდე, მამუკა ბახტაძე და კახა კალაძე დიდ დიღომში, უშუალოდ აფეთქების ადგილას იმყოფებოდნენ.

ამასთან, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული ექვსი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება დაშავებულ კიდევ ერთ მოზარდს, რომელიც „იმედის“ კლინიკაში იყო მოთავსებული, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა