მამუკა მდინარაძე აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დიღომში, აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ძალიან მოკლე დროში დადგინდეს შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. „ამ დროს სამძიმრის სიტყვებიც ზედმეტია... ეს ტრაგედია ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ხდება და ბოდიში ყველასთან იმისთვის, რომ არ ვარ საქართველოში და ადგილზეც ვერ მივდივარ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ძალიან მოკლე დროში დადგინდეს შემთხვევის გამომწვევი მიზეზები! ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. ჯანმრთელობას ვუსურვებ დაშავებულ ადამიანებს, ჩვენ მათ გვერდით ვართ!“, - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა