სალომე ზურაბიშვილი - ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა პირველ რიგში ოჯახებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკაში განუცხადა, სადაც დაშავებული ბავშვები მოინახულა.

მისი თქმით, ამ ბავშვების მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

„ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა პირველ რიგში ოჯახებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. საბედნიეროდ, ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც აქ არიან, შედარებით მსუბუქია. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამ დროის მონაცემებით, დიდ დიღომში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი ბავშვია.

იხილეთ ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი აფეთქებისას დაშავებულებს მოინახულებს - პრეზიდენტი იაშვილის კლინიკაში მივიდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო