დავით სერგეენკო - ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 8 ადამიანი მკურნალობას კლინიკებში გადის. აქედან ექვსი არის ბავშვი და ისინი იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. რაც შეეხება ორ მოზრდილ პაციენტს, სერგეენკოს თქმით, ისინი ღუდუშაურის კლინიკაში არიან გადაყვანილები. მინისტრის ინფორმაციით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ბოლო ინფორმაციით, მკურნალობს 8 დაშავებული. ექვსი არის ბავშვი, რომელიც იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ორი მოზრდილი ღუდუშაურშია, მათი მდგომარეობა მსუბუქია. არის ოთხი გარდაცვლილი.

ექსვი პაციენტი, ბავშვები, რომლებიც აქ არიან, მათი მდგომარეობა საბედნიეროდ მსუბუქია, თუმცა სჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა და დღეს ღამე აქ დარჩებიან. სულ, მუდმივად ხდება მათი მდგომარეობის გადაფასება. ორი მოზრდილის ჯანმრთელობის მდგომრეობაც, ასვევ საბედნიეროდ მსუბუქია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა