კახა კალაძე - დიდი ტრაგედია დატრიალდა, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს

„მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ იაშვილის კლინიკაში მოთავსებული მოზარდების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იაშვილში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს. დიდი ტრაგედია დატრიალდა. აქ საავადმყოფოში გადმოყვანილი ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ხვალამდე უნდა იყვნენ ექიმების დაკვირვების ქვეშ და გააგრძელებენ მკურნალობას.

მომხდარზე პასუხისმგებლობას რაც შეეხება გამოძიება დაწყებულია და გვეცოდინება რეალურად რა მოხდა, რასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო