მეტეოროლოგიური პირობების გამო გაჩერებული ავტოკოლონის არასრულწლოვან მგზავრებს და მშობლებს  სასტუმროში გადაიყვანენ

დუშეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტოკოლონის არასრულწლოვან მგზავრებს მშობლებთან ერთად დღეს, საოჯახო ტიპის სასტუმროში გადაიყვანენ. სასტუმროში ყველა საჭირო პირობებია უზრუნველყოფილი.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რმწუნებულის ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე მიიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაბამის უწყებებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, სისტემატურად სუფთავდება მიმდებარე ტერიტორია, განთავსდა ბიოტუალეტები. დღეს მგზავრებს საკვებითაც უზრუნველყოფენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უწყვეტ რეჟიმში არეგულირებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების: საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები საჭიროების შემთხვევაში მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) კობის მონაკვეთზე ქარბუქის და ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულ მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების რეჟიმის გამო გაწმენდითი სამუშაოები ვერ ხორციელდება. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს ინტენსიურ გაწმენდით სამუშაობს,რათა უმოკლეს ვადებში იქნეს აღდგენილი საავტომობილო მოძრაობა.

კურორტ გუდაურამდე მისვლა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის შეუფერხერბლად არის შესაძლებელი. ამასთანავე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს