დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორივე პაციენტმა ღუდუშაურის კლინიკა დატოვა

დიდ დიღომში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულმა ორივე პაციენტმა ღუდუშაურის კლინიკა უკვე დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკიდან აცნობეს, აფეთქების შემდეგ მათ კლინიკაში ორი პაციენტი იყო მოთავსებული, რომელთაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

„დაშავებულებს საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდათ და რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ კლინიკიდან გუშინვე გაეწერნენ“, – განაცხადეს ღუდუშაურის საავადმყოფოში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

იხილეთ ვიდეო: დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულმა ორმა პაციენტმა ღუდუშაურის კლინიკა დატოვა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია