„ქართული ოცნება“ - დარწმუნებული ვართ, რომ დიდ დიღომში აფეთქებაზე დაწყებული გამოძიება, უმოკლეს ვადაში გამოავლენს მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რამაც 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი იმსხვერპლა.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მათ ამ უმძიმეს წუთებში.

აფეთქების შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

დარწმუნებული ვართ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, უმოკლეს ვადაში გამოავლენს მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა