აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრებლებს საკუთარი ნივთების ასაღებად ცოტა ხნით დღესაც შეუშვებენ

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, ამ წუთებში მცხოვრებლების შეყვანა იწყება.

როგორც ჟურნალისტებს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ვაჟა წიკლაურმა განუცხადა, ოჯახიდან თითო წარმომადგენელი კორპუსში მცირე ხნით შევა.

„ხალხი გვინდა ავიყვანოთ სახლში. უსაფრთხოების წარმომადგენლებთან ავლენ თავის ბინებში, რომ აიღონ რაც სჭირდებათ", - განაცხადა წიკლაურმა.

ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამედიცინო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო