„ნაციონალური მოძრაობა“ დიდ დიღომში მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიდ დიღომში მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„მთელი ქვეყნისთვის უმძიმესი ტრაგედიაა დიდ დიღომში მომხდარი საცხოვრებელი კორპუსის აფეთქება, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებას ემსხვერპლა ჩვენი თანამოქალაქეები. დაშავებულ მოქალაქეებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს