დავით სერგეენკო - აფეთქების დროს დაშავებულ ბავშვს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა, მჯერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება

აფეთქების დროს დაშავებულ ბავშვს ყველა საჭირო კვლევა და კონსულტაცია ჩატარებული აქვს, მჯერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იაშვილის კლინიკაში განაცხადა, სადაც დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.

"იაშვილის კლინიკაში გუშინ შემოვიდა 6 პაციენტი, 5 დილით გაეწერა. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობას აგრძელებს ერთი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ჭრილობა და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ახლა ბავშვი სტაბილურადაა. ყველა საჭირო კონსულტაცია და კვლევა ჩატარებული აქვს. ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და მჯერა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება", - განაცხადა სერგეენკომ.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

იხილეთ ვიდეო: ბავშვს ყველა საჭირო კვლევა და კონსულტაცია ჩატარებული აქვს - დაშავებული ბავშვი ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა