საქართველოში იტალიის საელჩო  დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო საქართველოში იტალიის საელჩო მწუხარებას გამოხატავს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ , სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს და თბილისში მომხდარი საშინელი აფეთქებით დაზარალებულებს და მათი ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა