დღეიდან თებერვლის ბოლომდე ჭონქაძის ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის ინფორმაციით, 17 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე ჭონქაძის ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

„17 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე, აღნიშნულ ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომანქანებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი მიმართულებით: მთაწმინდის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე გამომავალი ნაკადი იმოძრავებს ჩიტაძის ქუჩაზე; ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა სრულად აიკრძალება - ავტომანქანები იმოძრავებენ გერგეთის ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით. გერგეთის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ამაღლების ქუჩით ისარგებლებენ; გ.ლორთქიფანიძის ქუჩიდან ამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ ამაღლების ქუჩის მიმართულებით; ასევე, დროებით აიკრძალება ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა ჩაიკოვსკის ქუჩის გავლით; გერგეთის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი კი იმოძრავებს მხოლოდ ამაღლების ქუჩით, სასურველი მიმართულებით.

აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო