გლოვის დღესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ყველა შენობაზე დროშები დაშვებულია

ფინანსთა სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. სახელმწიფო დროშები, ასევე დაშვებულია სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სსიპ-ების ადმინისტრაციულ შენობებზე, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, მომსახურების სერვის-ცენტრებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების შენობებზე.

„ფინანსთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, თანაგრძნობას უცხადებს და სწრაფად გამოჯანმრთებელას უსურვებს დაშავებულებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა