დიდ დიღომში დაზიანებული კორპუსის გვერდით მდებარე კორპუსის მცხოვრებლების  განცხადებით, აფეთქების შედეგად მათი ბინებიც დაზიანდა

დიდ დიღომში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზიანებული კორპუსის გვერდით მდებარე კორპუსის მცხოვრებლების განცხადებით, აფეთქების შედეგად მათი საცხოვრებელი ბინებიც დაზიანდა.

როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებენ, გუშინ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, სახლების დატოვება მოსთხოვეს, დღეს ადგილზე პირადი ნივთების ასაღებად მივიდნენ.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სპეციალისტები იმყოფებოდნენ, თუმცა ჯერ მათთვის ცნობილი არ არის, ვარგისია თუ არა საცხოვრებლად კორპუსი.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა