ექსპერტი მოსახლეობას ბუნებრივი აირის სუნის შეგრძნების შემთხვევაში, კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს

გუშინ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით უნდა დადგინდეს რატომ მოხდა გაზის გაჟონვა, საიდან მოხდა და საიდან დაგროვდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში NEWSROOM ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ავარია რადიკალურად არ განსხვავდება ფონიჭალაში, რამდენიმე თვის წინ მომხდარი ავარიისგან.

„გაზის აფეთქება ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დახურულ სივრცეში გაზის კონცენტრაცია 9%-ის ფარგლებშია. ეს კონცენტრანცია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აფეთქება მოხდეს. აფეთქების შედეგად, დაახლოებით 10-15-ჯერ ხდება გაფართოვება აფეთქებული გაზის. ეს არის უზარმაზარი ძალა. კადრებს, რომ ვაკვირდები, თითქოს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქ დაგროვებული გაზის რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო იმაზე მეტი ვიდრე ფონიჭალაში იყო, რადგან ფონიჭალაში გაცილებით დიდი პრობლემები შეიქმნა - ორი სართული გააერთიანა აფეთქებამ. აქ საკითხი დგება ასე: რატომ მოხდა გაზის გაჟონვა, საიდან მოხდა და საიდან დაგროვდა“, - განაცხადა არაბიძემ.

მისივე თქმით, გაოცებას იწვევს როგორც „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების, ისე თავად იმ სართულის მცხოვრებლების მოქმედებები, სადაც აფეთქება მოხდა.

„გაზის ხელსაწყოები ძირითადად სამზარეულოშია დამონტაჟებული. ამ სახლს არ ვიცი გათბობის სისტემა როგორი ჰქონდა. თუ გაზქურა იყო ჩართული, დაახლოებით 5-6 საათი დასჭირდებოდა გაზქურიდან გამომავალი გაზის რაოდენობას, რომ მიეღწია აფეთქების კონცენტრაციამდე. აქ აშკარად იგრძნობა, რომ არ არის ერთბაშად შესული გაზის რაოდენობა, არამედ ეს მოხდა თანმიმდევრულად - გროვდებოდა, გროვდებოდა და მიაღწია აფეთქების რაოდენობამდე.

გაოცებული ვარ როგორც „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების მხრიდან, ასევე მეექვსე სართულის მცხოვრებლების მხრიდან. ამ ხნის განმავლობაში, ვინაიდან მეზობლებმა ეს სუნი იგრძნეს, ეს სუნი ხომ გაცილებით მეტი იქნებოდა სახლში? რატომ ვერ მოხერხდა და რატომ ვერ იგრძნეს სახლში მცხოვრებლებმა ეს საათების განმავლობაში და რატომ არ მიიღეს სათანადო ზომები, გაუგებარია.

რა უნდა შეემოწმებინათ „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს: თუ ისინი მიიყვანეს ღია სივრცეში დამონტაჟებულ გაზის მარეგულირებელ დანადგართან, რომლის მოვალეობაც არის წნევის დაგდება და ის ჩათვალეს გაზის კერად, მაშინ იქ სიცოცხლისთვის საშიში არაფერი იყო. თუ ისინი შევიდნენ კორპუსში და აყვნენ კიბეებს და ლიფტის შახტას, ისინი აღჭურვილი უნდა ყოფილიყვნენ სათანადო ხელსაწყოებით, რომელიც გიჩვენებს რა რაოდენობის გაზია, რათა დაედგინათ საიდან იყო გაზის კერა“, - განაცხადა არაბიძემ.

მანვე მოსახლეობას ბუნებრივი აირის სუნის შეგრძნების შემთხვევაში კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა:

„საკმარისია ოდორანტის სუნი იგრძნოთ და იმ წუთშივე უნდა გამოიძახოთ სპეციალისტები. უნდა გადაიკეტოს გაზის მთავარი სარქველი. თუ ოდორანტის სუნი არის შენობაში, არ შეიძლება იქ გაზის ექსპლუატაცია. როდესაც გაზქურა ან სხვა ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარი მუშაობს, გააღეთ ფანჯარა და გაანიავეთ, აბსოლუტურად დაცული იქნებით ამ შემთხვევაში. ყველაფერი რომ ღია ყოფილიყო, ეს აფეთქება ვერ მოხერხდებოდა. ასევე არსებობს სპეციალური ხელსაწყოები, რომელიც ოდორანტის რაოდენობასაც ზომავს“, - აღნიშნა არაბიძემ.

იხილეთ ვიდეო: რა შეიძლება გამხდარიყო აფეთების მიზეზი და რა უნდა შეემოწმებინათ "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს? - ექსპერტის ვერსიები დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო